fbpx
kreston Georgia official logo

იურიდიული მომსახურება

იურიდიული სერვისების სრული სპექტრი

საბაზრო ეკონომიკის განვითარების პარალელურად სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება იურიდიული რისკებისაგან დაზღვევა, რომელიც წარმატების ერთერთ მნიშვნელოვან ინდიკატორად განიხილება. ჩვენს იურიდიულ ჯგუფს აქვს უდიდესი გამოცდილება, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, რაც იურიდიული საკითხების გადაწყვეტის ეფექტურობას მნიშვნელოვად განსაზღვრავს. ამასთან, მომსახურება ითვალისწინებს, როგორც კომპანიების/იურიდიული პირების იურიდიული პორთველის მართვას, ასევე წარმომადგენლობის განხორციელებას სრულად (მათ შორის, სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან).

კორპორაციული სამართალი

შრომის სამართალი

საინვესტიციო და საფინანსო სამართალი

ინტელექტუალური საკუთრების სამართალი

წარმომადგენლობა

ჩვენი გუნდი გთავაზობთ კომპანიის დაფუძნებას, სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას, პარტნიორთა კრების ოქმების შედგენას. საპარტნიორო შეთანხმების მომზადებას, წესდებისა და სადამფუძნებლო შეთანხმების პროექტების შექმნას, კორპორაციული მართვის სისტემებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაციის რევიზიას და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას (მათ შორის, დირექტორთან დასადები ხელშეკრულების შედგენას და მმართველობითი ორგანოების კომპეტენციის განსაზღვრას). მომსახურების პაკეტი ითვალისწინებს კომპანიების შერწყმის, რეორგანიზაციის და წილების/აქციების შეძენის ნაწილში სრულ იურიდიულ მხარდაჭერას სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირებისა და გამოვლენის მიზნით.

წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში

წარმომადგენლობა არბიტრაჟში

წარმომადგენლობა სასამართლოში

საგადასახადო დავების იურიდიული მხარდაჭერა

წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში;

ხშირად სასამართლო წარმომადგენლობამდე პირველი ეტაპი გულისხმობს შესაბამისი აქტების გასაჩივრების შესაძლებლობას ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გზით, რომელიც მნიშვნელოვანი რგოლია დავის ეფექტურად გადაჭრის თვალსაზრისით;

წარმომადგენლობა არბიტრაჟში;

კერძო სამართლებრივი დავების გადაჭრის ალტერნატიული მექანიზმი შესაძლებელია გულისხმობდეს წარმომადგენლობის შესაძლებლობას არბიტრაჟში. საარბიტრაჟო სარჩელის/შესაგებლის კვალიფიციურად მომზადება/წარმომადგენლობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა დავის ეფექტურად გადაჭრის თვალსაზრისით. 

წარმომადგენლობა სასამართლოში;

სასამართლო წარმომადგენლობა გულისხმობს ჩვენი სერვისის განხორციელებას ყველა ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნულ ნაწილში იგულისხმება სასამართლო წარმოებაში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაციის შექმნა და სრული წარმომადგენლობითი  მომსახურება. ამათან, დავები ხორციელდება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით (რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ქონებრივი სამართალი, საოჯარო და მემკვიდრეობითი დავები, საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული დავები, ადმინისტრაციული აქტების ბათილობასთან დაკავშირებული დავები და ა.შ).

შეავსე კითხვარი

გაიგე რა ღირს იურიდიული მომსახურება

იურიდიული სერვისის განხორციელების ფორმა: 

აუთორს მომსახურება - ძირითადად ონლაინ რეჟიმში იურიდიული მომსახურების მიღების შესაძლებლობას; 

ნაწილობრივ აუთსორს მომსახურება - თანამშრომლობის ჰიბრიდული მოდელი, რომელიც ასევე ითვალისწინებს თქვენს ოფისში ჩვენი იურისტის წარმომადგენლობას. 

ჩვენი თანამშრომლების მივლინებას კლიენტის ოფისში - რაც გულისხმობს ჩვენი მეთვალყურეობით თქვენს ოფისში სრულად იურიდიული მომსახურების მიღების შესაძლებლობას. 

მოითხოვე შეხვედრა

ხარისხიანი აუდიტორული და ფინანსური მომსახურების მისაღებად დაგვიკავშირდით

ჩვენ გვენდობიან ლიდერი კომპანიები